გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი დავით სერგეენკოს შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძეს დღეს დაასახელებს

18-06-2019

პრემიერის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაინიშნა. მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შემცვლელს დღეს ოფიციალურად დაასახელებს.


პრემიერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება მათთვის პრიორიტეტია. თუმცა, მისივე თქმით, დავით სერგეენკო არის და იქნება მმართველი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი.


თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ დაადასტურა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930