გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულებს 30-75%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ

18-06-2019

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.


დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 30-75%-იანი% დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.


„ჩვენთან თავდაპირველად 4 პაციენტი შემოვიდა, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომაროება მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, ის არასრულწლოვანია და თბილისში გადაჰყავთ“, - განაცხადა გიორგი აბესაძემ.


გარდა ამისა, დაშავებულებიდან კიდევ ერთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ, ორი პაციენტი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.


ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრით 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა. ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.






https://www.interpressnews.ge/ka/




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031