გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშლიჯვარში კორპუსის საყრდენი კედელი ჩამოინგრა

19-06-2019

ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. N5-ში კორპუსის საძირკვლის საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო ერთი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.


საბურთალოს გამგეობის გადაწყვეტილებით, ოჯახის ექვსი წევრი დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.


ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დილის 5 საათზე ნგრევის ხმა გაიგეს და აღმოაჩინეს, რომ გვერდზე ახლად აშენებული კორპუსის საყრდენი კედლის 25 მეტრიანი მონაკვეთი მათ ეზოში ეგდო.


ჩამოიშალა მიწა და ჩაიმსხვრა სახლის მინები.


მობინადრეების თქმით, საყრდენი კედლის ნგრევა უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია, რადგან მას სანიაღვრე სისტემები არ ჰქონდა.


ადგილზე ამ წუთებში საბურთალოს გამგებელი და მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. გაირკვა, რომ 8 სართულიანი კორპუსის მშენებელი კომპანია "ამხანაგობა სარაჯიშვილი 5.ბ" არასათანადო სამუშაოების გამო რამდენჯერმეა დაჯარიმებული.


ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან და მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, უსაფრთხოა თუ არა 8 სართულიან კორპუსში ცხოვრება და საჭიროა თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031