გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნორვეგიის კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ

20-06-2019

ზაფხულის დღეების გახანგრძლივების მიზნით ჩრდილოეთ ნორვეგიის კუნძულზე Sommarøy, რომელიც ზაფხულის კუნძულს ნიშნავს, დროის გაუქმებას ითხოვენ.


ადგილობრივებს ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. მაისიდან ივლისამდე კი მზე არ ჩადის.


კუნძულის მცხოვრებლები პეტიციაზე ხელმოწერებისთვის ღონისძიებებს იწყებენ და საკითხის ირგვლივ მსჯელობისთვის ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს წევრსაც შეხვდნენ.


კუნძულზე იმედოვნებენ, რომ თავისუფალი დროის რეჟიმში შეძლებენ ცხოვრებას, რაც მათი თქმით, სამუშაო საათებს, ასევე სკოლებში სასწავლო პროცესს უფრო მოქნილს გახდის.


ამ კუნძულზე, სადაც 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თევზაობა და ტურიზმი მთავარი ინდუსტრიაა.


„როგორ უნდა მიხვდე დროს, როდესაც ღამე არ არის? ეს არის ჩვენი მოთხოვნის ზუსტი მიზეზი“, - ამ შინაარსის პეტიცია ორგანიზატორებმა უკვე მოამზადეს.

2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად გადაწყვეტენ.


დღეს არსებული ევროდირექტივის მიხედვით, გაერთიანების 28 წევრი ქვეყანა ზაფხულის დროზე მარტის ბოლო კვირა დღეს, ზამთრის დროზე კი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადადის.


ევროკავშირში საათის გადაწევა 2002 წლიდან რეგულირდებდა. ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში.


წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930