გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები ხანგრძლივ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს

20-06-2019

„ლარის კურსზე დავიწყებ საუბარს სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული მიმოხილვით, სადაც სსფ ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს, მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, ლარის კურსს აქვს მოკლევადიანი რყევა ისეთივე, როგორიც იყო წინა ჯერზე.

„არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები ხანგრძლივ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930