გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: მოვითხოვ რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან წასვლას!

20-06-2019

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის მიერ პარლამენტის თავჯდომარის სკამის დაკავებამ პარლამენტარების ნაწილში დიდი პროტესტი გამოიწვია.

ამ თემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არ ვარ საქართველოში და ასობით კილომეტრით შორსაც ცეცხლივით მწვდება იმით გამოწვეული ბრაზი და სირცხვილი, რაც დღეს მოხდა!
მოვითხოვ ამ ასამბლეის დაუყონებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან წასვლას! „, - წერს ზაზა გაბუნია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930