გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგა ბოკერია: „ევროპული საქართველო“ ისეთი პროტესტის მომხრეა, რომელიც ლეგიტიმურ ჩარჩოებს არ სცდება

21-06-2019

„ჩვენი გზავნილი, რომელიც ადგილზევე გვქონდა, იგივე რჩება. ჩვენ ეს გზავნილი გვქონდა ყველა ლეგიტიმურად აღშფოთებული ადამიანის მიმართ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ მომხრეა პროტესტისა, რომელიც ლეგიტიმურ ჩარჩოებს არ სცდება. 

„ადგილზეც ამას ვცდილობდით, რითაც ბევრი გაბრაზებული ახალგაზრდის უკმაყოფილება დავიმსახურეთ, მაგრამ განმუხტვის ინსტრუმენტი ახლა ხელში ივანიშვილის გუნდს უჭირავს. განმუხტვა მოხდება გახარიასა და კობახიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობით, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლით“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ საკუთარი აქციის ჩატარებას გეგმავს. 

„აქცია 7 საათზე განახლდება. გვექნება მცდელობა, რომ ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031