გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალათბურთელი გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია

21-06-2019

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტის პირველი რაუნდის საუკეთესო 20 პიკს შორის მოხვდა.


თუმცა, ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ მას მე-18 პიკად „ინდიანა პეისერსი“ აიყვანდა, რომელსაც მისი პოზიციის ორი ძლიერი მოთამაშე მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ჰყავს.


მანამდე ბელგრადის „მეგა ბიმაქსის“ ქართველი ლეგიონერი გოგა ბითაძე სერბეთის სუპერლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა.


19 წლის ქართველ კალათბურთელს ჯილდო NBA-ს სერბმა ვარსკვლავმა, „მეგა ბიმაქსის“ ყოფილმა მოთამაშემ ნიკოლა იოკიჩმა გადასცა.





https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031