გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ

21-06-2019

გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ.


პარალელურად სასამართლოში უკვე დაწყებულია დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე განხილვები. საქმეებს მოსამართლე რიგითობით იხილავს.


დაკავებულთა დიდ ნაწილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


ამ დროისთვის სასამართლოს მიმართულებით დაახლოებით 20 პირი გადაიყვანეს. სამმართველოს შენობაში დარჩენილ დაკავებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ.




https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031