გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგორი კარასინი: ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას

21-06-2019

თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კომენტარი გააკეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.


„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომლის სხდომის ჩატარებაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი თბილისში, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა გამოიყენა იმისთვის, რომ მოეწყო უწესრიგობა (საზიზღრობა) ქუჩაში“, - განაცხადა კარასინმა.


მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილის ემოციურ დამუხტულობას, რომელიც „ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას“.


კარასინის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ „ასამბლეის მონაწილეები არ დაზარალებულან და სახლში დაბრუნდნენ“.


რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენ გავაგრძელებთ მეთოდურად, წყნარად მუშაობას თბილისთან ჩვენი ურთიერთობების მოგვარებასა და აქტივიზაციაზე.





https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31