გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაშავებულ მსახიობს დემეტრე ნაყოფიას თვალის ოპერაცია უტარდება

21-06-2019

ზუგდიდელ მსახიობს დემეტრე ნაყოფიას „ნიუ ჰოსპიტალში“ ოპერაცია უტარდება.


მსახიობი გუშინ რუსთაველის გამზირზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, საბოლოოდ კი, აქციის დაშლისას რეზინის ტყვია მარცხენა თვალის არეში მოხვდა.


"წუხელ აქციის დაშლისას, როცა გარბოდნენ, პოლიციის წინ აღმოჩნდა და მაშინ ესროლეს, როგორც ვიცი. ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დღეს დილით კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია გაეკეთებიანთ, ახლა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და რამდენიმე საათის დასჭირდება“, - გვითხრა ნაყოფიას მეგობარმა ნიკა ლაშხიამ.


თბილისში, პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპისირპეიბის შედეგად სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცველია. 102 პაციენტი კლინიკებში რჩება, ერთის მდგომარეობა კი, მძიმეა, ორს დაშავებულს ოპერაცია უტარდება.




https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31