გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ვბრუნდები თბილისში და ადგილზე გავეცნობი სიტუაციას

21-06-2019

ამ დილით გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეწყვეტილიყო ვიზიტი ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, დღეს დილითვე, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თვითონ გადაწყვიტა, რომ მაინც შეხვედროდა და შესაბამისად, მოკლე საუბარი ჰქონდათ.


„ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციას და ინფორმაციას დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ. ეს არის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ბელარუსში ვიზიტი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეწყვიტა.



https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031