გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიევის სასამართლომ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა

21-06-2019

კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ბოლო 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრების ფაქტი აღიარა, რაც სააკაშვილს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.


ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.


„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მომცა. გამარჯვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით“, - წერს სააკაშვილი და სასამართლო დარბაზში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.


მისივე განცხადებით, უკრაინაში მოსამართლეები ზეწოლას აღარ განიცდიან.


„13 წელზე მეტი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი უკრაინაში, ავიღე დიპლომი, 2 წელი ვიმსახურე უკრაინაში, ვმონაწილეობდი რევოლუციებში და ხელისუფლებაშიც ვიყავი. ახლა საკუთარ გუნდთან ერთად მსურს, ზელენსკის კორუფციის დამარცხებაში დავეხმარო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.


https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930