გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერგეი გავრილოვი - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ, რომლის კოორდინირებაც, დაკავშირებულია სააკაშვილთან

21-06-2019

მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენები რადიკალური ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურება - აღნიშნული განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა.


მისი თქმით, აშკარაა, რომ რადიკალური ძალების კოორდინირება საზღვარგარეთიდან ხდება.


„ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება, რაც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან“, - აღნიშნა გავრილოვმა.


ამასთან, დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ, რომელიც ასამბლეის სესიის ფარგლებში ასევე იმყოფებოდა საქართველოში, რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რადიკალები ტელეფონით ზარებს ახორციელებდნენ და ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ.



https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930