გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს სურს დაშავებულს საკუთარი თვალი დაუთმოს

21-06-2019

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია მზაობას გამოთქვამს, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირების დროს დაშავებულ ახალგაზრდას, საკუთარი თვალი დაუთმოს.

ამის შესახებ ფაცაციამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.


ფაცაცია მზად არის ზუგდიდელ მსახიობს დემეტრე ნაყოფიას, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცი უტარდება, საკუთარი თვალი დაუთმოს, თუ საჭირო გახდა.


„დემეტრე ნაყოფია არის ჩემი სამეგობრო და საძმაკაცო, ის გულანთებული ახალგაზრდა ზუგდიდელია, მეგრელია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ მას თვალის პრობლემა ექნება ჩემს თვალს დაუთმობ! მე ვიქნები მისი დონორი”, - წერს ფაცაცია.


თბილისსში მომხდართან დაკავშირებით კი წერს, "მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კი არა, ძალის გამოყენებით სახელმწიფოზე თავდასხმა იყო".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930