გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი: პოლიციას ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა

21-06-2019

,,როდესაც ოპოზიციის ლიდერების მხრიდან არასწორი, უკანონო მოქმედებების შედეგად წავიდა კორდონის გარღვევის მცდელობა, კორდონის გარღვევა კომბლით, თუ კომბლის გარეშე - არის დაუშვებელი.


იქ პოლიციას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა“, - ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გააკეთა.


მისივე თქმით, ვნახეთ, რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებების შედეგად.


,,ნაცმოძრაობის ლიდერების უპასუხისმგებლო განცხადების შემდეგ ნახეთ რა მოხდა. გულანთებული ახალგაზრდები, როლებიც მოვიდნენ იქ თავისი საკუთარი და ეროვნული ღირსების დასაცავად და ითხოვდნენ რას, რომ ვინც ეს შესაძლებელი გახადა, გვანახეთ ეს ადამიანები დასჯილი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930