გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავთანდილ თალაკვაძე: უარვყოფ გავრცელებულ ინფორმაციას დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ

21-06-2019

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ის ერთ - ერთი დაშავებულის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„კატეგორიულად უარვყოფ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31