გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილსერვის ჯგუფში რუსთაველის გამზირიდან სცენისა და ჯებირების წაღების მიზეზებს განმარტავენ

23-06-2019

"თბილსერვის ჯგუფი" რუსთაველის გამზირიდან არსებული სცენისა და დამცავი ჯებირების გაუჩინარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.


"ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ.


„თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს გეგმურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის, პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე.


გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება.


რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930