გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

23-06-2019

70 წლის გიორგი წიქარაძეს, რომელსაც ბრალად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადება ედება, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


დაკავებულის თქმით, იგი საწვავს მოპედისათვის ინახავდა და აქციაზე გამოყენებას არ გეგმავდა.


"პოლიციელები იდგნენ 3 თუ 4 რიგად. დავაკვირდი, რომ მათ რიგებში იყვნენ რუსებიც, რადგან ქართველები ჩვენს ხალხს ასე არ ესროდნენ", - განაცხადა გიორგი წიქარაძემ სასამართლო პროცესზე.


მისივე თქმით, ისეთი ფაქტი, თითქოს კოქტეილი ჰქონოდა ან ჯიბეებში ჩაეწყო, არ დაფიქსირებულა.


დაკავებულის ადვოკატის, მარიკა ჯანიკაშვილის თქმით, ამავე საქმესთან დაკავშირებულ კოკაიას, რომელიც მოწმედ მოიაზრება, დანაშაულის დაფარვაში უნდა დაედოს ბრალი.


შსს-ს წარმომადგენლის თქმით, დანაშაულის მოწმე არის კოკაია, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია სწორედ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.


შეგახსენებთ, 70 წლის გიორგი წიქარაძე ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული. შსს-მ დაიბარა ოპოზიციის ლიდერებიც, თუმცა მათ მხოლოდ მაგისტი მოსამართლეებისათვის სურთ ჩვენების მიცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031