გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინდოეთში დიდი ზომის კარვის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა

24-06-2019

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დიდი ზომის კარავი ჩამოინგრა.


შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.


საინფორმაციო სააგენტო „როისტერის“ ცნობით, ადამიანების ნაწილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ნაწილი კი ნანგრევებში მოყვა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამონგრევის მომენტში კარავში 300 ადამიანი რელიგიურ ღონისძიებაზე დასასწრებად იყო შეკრებილი. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


შემთხვევას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.




https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031