გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

24-06-2019

სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.


ბიულეტენების 98%-ის დამუშავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა ეკრემ იმამოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 53,9% მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.


მმართველი პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა ბინალი ილდირიმმა არჩევენებში ხმების 45,2 %-ის მოგროვება შეძლო. მან დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.


იმამოღლუმ საკუთარ წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.


სტამბოლის მერის არჩევნები პირველად მარტში ჩატარდა, გამარჯვება მაშინაც ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგები გააუქმეს.




https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31