გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები $47 მილიონზე მეტით იზარალებენ

24-06-2019

საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე იზარალებენ (47 600 000-ზე მეტი დოლარი). ამის შესახებ გამოცემა რუსული „კომერსანტი“ წერს.


ამავე ინფორმაციით, კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვები 155 ათას რუს ტურისტს შეეხება, რომლებსაც ავიაკომპანიებმა გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნონ. პუტინის განკარგულებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ.


საქართველო - რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურს 2 დღის განმავლობაში, 700-მა მოქალაქემ მიმართა.


20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.


მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.


რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი იყო. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე მკურნალობს.


რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031