გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 9 წლიან პატიმრობაში რჩება

13-02-2018

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე, ძალაში დარჩა. 
დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 
„ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედი მქონდა, რომ რაიმე ცვლილება ყოფილიყო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს უსამართლობა 2017 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო საგამოძიებო ორგანოებმა, გააგრძელა პირველი ინსტანციის მოსამართლემ და იგივე განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. 
ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. არცერთი მოსამართლე დამოუკიდებელი არ არის. ყველა არის დავალების შემსრულებელი.
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, საკასაციო სასამართლოშიც შევიტანთ საქმეს, საიდანაც არაფერი იმედი არ გვექნება, ერთადერთი იმედი რჩება ევროსასამართლო“- განაცხადა რამიშვილმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31