გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარის განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულ, 18 წლის მაკო გომურს, რომელმაც თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს

25-06-2019

18 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს.


ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


„ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობია დაშავებულებს შორის. მათ შორის ჟურნალისტები რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობ, ვიცნობ, პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მტკივა მათთან ერთად, ისევე როგორც ძალიან მტკიცა სრულიად უცნობი ადამიანების ტკივილიც. შეიძლება ეს არ იყოს მათთვის ბოლომდე ნუგეში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში რომ მათი ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად აღდგენილი, მათ შორის იმ გოგონასი რომელიც დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ყველა ადამიანს ჩაუტარდება მაქსიმალური მკურნალობა“- განაცხადა სოზარ სუბარმა



https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930