გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა

25-06-2019

უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს-ამ სიტყვებით იწყება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიდეომიმართვა, რომელიც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.


ამჟამად „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქართველ ერს სოლიდარობას უცხადებს, რომელიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმსა და ოკუპაციას.


პოროშენკოს თქმით, მოსკოვს სურს ავიამიმოსვლის ბლოკირებით საქართველოს ეკონომიკა კვლავ შეასუსტოს და ამის გამო უკრაინელებს, რომლებსაც საზღვარგარეთ დასვენება სურთ, საქართველოში გამგზავრებისკენ, ხოლო მთავრობას ფრენების გაიაფებისკენ მოუწოდა.


გარდა ამისა, ექს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის სახელის გადარქმევის შესახებ და მას „გრუზიას“ ნაცვლად საქართველო ეწოდოს.





https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930