გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია, ამ ქვეყნის მთავარი უბედურება შენ ხარ

25-06-2019

საპარლამენტო სესიაზე უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას მიმართა.


მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ქმედება დესტრუქციის გაგრძელებაა და მათ სხვა მიზანი არ აქვთ.


"სანამ ფრთიან ფრაზებს ისვრით, პასუხისმგებლობა აიღეთ იმ საშინელებაზე, რაც ამ ქვეყანაში მოხდა.


თქვენ ხალხის გულწრფელი გრძნობებით ისარგებლეთ. თქვენ დესტრუქცია და გადატრიალება გინდათ.


ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის, შენს მიხეილ სააკაშვილთან ერთად", - მიმართა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930