გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თინათინ ბოკუჩავა: ოპოზიცია მოვითხოვთ, რომ განიხილოთ გახარიას გადადგომის საკითხი

25-06-2019

პარლამენტში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს სურთ, რომ სხდომაზე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები განიხილონ.

თინათინ ბოკუჩავამ დღის წესრიგში საკითხის დამატება მოითხოვა. 

„რა გგონიათ ქალბატონო თამარ, რომ სკამზე სადაც გავრილოვი იჯდა ახლა თქვენ წამოსკუპდებით და ყველაფერი რუტინის მიხედვით წავა?
მოვითხოვთ ოპოზიცია, რომ განიხილოთ გახარიას გადადგომის საკითხი. ეს არ არის ის რასაც მე ვითხოვ, ან ერთი პარტია ითხოვს, ეს არის ის რასაც ითხოვს საზოგადოება. ამას ითხოვს ის მრავალათასიანი მიტინგი, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე დღეა. ასე რომ ჩვენ არ მოგცემთ პროცედურაში შესვლის შესაძლებლობას. თქვენ უნდა განიხილოთ გახარიას გადადგომის საკითხი. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა დღეს ამ პარლამენტში. დეპუტეტბს რა გგონიათ, რომ მეორე გავრილოვის დღეს მოგვიწყობთ? რა არის ეს ყვირილი. მოგვეცით შესაძლებლობა მშვიდად განვიხილოთ გახარიას გადადგომის საკითხი, მხოლოდ ასე შევძლებთ სხდომის გაგრძელებას“, - ამბობს თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის სხდომაზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31