გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი რუსეთის, კერძოდ, პრიმაკოვს გარანტიით მოვიდა ხელისუფლებაში

26-06-2019

სააკაშვილი არ იყო ის ადამიანი, რომელიც რუსეთის, კერძოდ, პრიმაკოვს გარანტიით მოვიდა ხელისუფლებაში, სააკაშვილი არ იყო ის ადამიანი, ვინც 2004-2007 წლებში ჩვენი ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული აქტივები, ობიექტები გადასცა რუსეთს, სააკაშვილი არ იყო, ვინც რუსული ჯარი დააბრუნა ქვეყანაში და დააკანონა ოკუპაცია, დაკარგა კოდორი, ცხინვალი აფხაზეთი, ათასობით დევნილი? რაზე საუბრობენ, ერთი კომუნისტი ვიღაც გავრილოვის შემოსვლით არის გადაწონილი ეს ყველაფერი? „ - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის საპასუხოდ. 
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი, მისივე ინიციატივით პუტინთან შეხვედრას ცდილობდა და პატიებას სთხოვდა.

„2011 წელს სააკაშვილი მისი ინიციატივით ცდილობდა პუტინთან შეხვედრას, პატიებას სთხოვდა, ამის საპასუხოდ სააკაშვილის ინიციატივით უვიზო რეჟიმი გაუხსნა მოქალაქეებს, ამის გასამყარებლად საქართველომ უპირობოდ, კაპიტულანტურად მისცა თანხმობა რუსეთის ხელისუფლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ამის მემკვიდრეები ჩვენ გველაპარაკებიან გავრილოვის შემოსვლაზე? რასაც ჩვენ ქვეყნის მეორე პირი შევწირეთ? მან აიღო ეს შეცდომა თავის თავზე. ეს რეალურად მისი შეცდომაც იყო“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930