გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა

26-06-2019

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა.


ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმი გიორგი აბესაძე  აცხადებს, 52 წლის ქალი, რომელსაც სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდა, წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილი აფეთქებაში ეჭვმიტანილის დედაა.


ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. თბილისში მკურნალობს ათი წლის გოგონა.


რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა აფეთქებაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი და ოჯახის ახლობელი 33 წლის ქალი, მათ სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდათ.

აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.





https://www.interpressnews.ge/ka/


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031