გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალგაზრდებმა შექმნეს ვებგვერდი სადაც პუტინისთვის გალაწუნებაა შესაძლებელი

27-06-2019

საყოველთაო კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ვებგვერდზე summerin.ge პუტინის გამოსახულება გამოჩნდა, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტს სილა გააწნას.


მხოლოდ საქართველოდან ვლადიმერ პუტინს უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააწნა სილა.


ონლაინ პლატფორმაზე კრემლის ლიდერის „დასჯის“ სამეულში საქართველოს შემდეგ იაპონია და შვეიცარია არიან.


კრემის ლიდერისთვის სილის გამწვნელთა ათეულში მოხვდა რუსეთი, ესტონეთი, თურქეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი.


ვებგვერდი summerin.ge კამპანიის #spendyoursummeringeorgia ფარგლებში მომზადდა. ონლაინ პლატფორმის შემქმნელები მოუწოდებენ უცხოელებს საქართველოს სოლიდარობის ნიშნად პუტინს სილა გააწნან და ზაფხულიც აქ გაატარონ.




https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930