გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"გზა მომავლისკენ" - სენაკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს

27-06-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს. 

დღეს, სტუმრებს, მშობლებსა და თანატოლებს პირველი ბაგა-ბაღის (გამგე თამარ გეგენავა) აღსაზრდელებმა უმასპინძლეს. 

ღონისძიებას ,,გზა მომავლისკენ“ მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

პატარა აღსაზრდელებმა სანახაობრივად მრავალფეროვანი კომპოზიცია წარმოადგინეს და სახალისო განწყობა შექმნეს. 

ღონისძიების დასასრულს, პედაგოგმა აღსაზრდელებს ბაგა-ბაღის გამგის თამარ გეგენავას სიყვარულით, მონატრებითა და კეთილი სურვილებით აღსავსე ბარათი წაუკითხა. 

გამოსაშვები აქტივობები მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში იმართება. 

წელს, სასკოლო ასაკის 419 აღსაზრდელი მერიისგან სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930