გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

14-02-2018

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი დააკავა.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი ლ.რ. დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით. მისი დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე. 
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031