გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა

28-06-2019


აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა დღეს დილით ე. წ. საზღვარი ენგურის ხიდზე ცალმხრივად ჩაკეტა.


რის შედეგადაც 200- მდე ადამიანმა ე.წ საზღვარზე გადმოსვლა ვერ მოახერხა.


ენგურის ხიდზე გადმოსვლა მხოლოდ იმ ადამიანებმა შეძლეს, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ და განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.


საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრის დაკეტვის მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში ჩატარებული აქციები დაასახელა.


ამ დროისთვის უცნობია როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით შეზღუდვა 10 დღეს გაგრძელდება.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930