გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიაში ძლიერი სიცხის გამო სამი ადამიანი დაიღუპა

28-06-2019

იტალიის 16 ქალაქში ანომალიური სიცხის გამო საფრთხის ყველაზე მაღალი „წითელი“ დონეა დაწესებული. სიცხეს უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა.


ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, საუბარია მსხვილ ადმინისტრაციულ ცენტრებზე, კერძოდ რომზე, მილანზე, ნეაპოლზე, ტურინზე, ვენეციაზე, ბოლონიასა და ფლორენციაზე, სადაც ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს.


მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.


ევროპაში რამდენიმე დღეა მაღალი სიცხეა. საფრანგეთში სკოლები დაიხურა, ესპანეთში კი, ტყის ხანძრების გაჩენის საფრთხეზე საუბრობენ.


ევროპის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, წელს ევროპაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იქნება. მათი ვარაუდით, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.



https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31