გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტში მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

28-06-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა და დეტალურად განიხილა ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ზედამხედველობითი ღონისძიებები. 

ლევან კუპრეიშვილმა დამსწრეთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. 

მერიის წარმომადგენლებს მიეცათ დავალება შეადგინონ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემატიკა, ასევე მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს. 

ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930