გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი: პენიტენციური სისტემის პერსონალმა მსჯავრდებულთან დაკავშირებით ოპერატიულად იმოქმედა

14-02-2018

როგორც ჩანს, პენიტენციური დაწესებულების პერსონალმა ოპერატიულად და ადექვატურად მიიღო გადაწყვეტილებები, რადგან მსჯავრდებული ჩ.ნ. კლინიკაში ცოცხალი მოიყვანეს. ამის შესახებ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებთან განუცხადა. 
ექიმის განცხადებით რამდენიმე დღის წინ, პენიტენციური დაწესებულებიდან პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს. „მას დაზიანებული აქვს საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც ზოგჯერ რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში შეიძლება სასიკვდილო შედეგი დადგეს. როგორც ჩანს ოპერატიულად და ადექვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან პაციენტი ჩვენს კლინიკამდე ასე ვთქვათ ცოცახალი მოიყვანეს,“-განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930