გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტია არჩევნებზე დაარეგისტრირა

30-06-2019

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტია ახალ ძალთა მოძრაობა უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებში დაარეგისტრირა.


ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "პრავდა" წერს.


თავდაპირველად უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა. კომისიის გადაწყვეტილება სასამართლომ გააუქმა.


უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.


მიხეილ სააკაშვილი კიევში 28 მაისს მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა.


სააკაშვილმა უარი თქვა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო და განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.





https://on.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031