გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძემ აქციის ღამეს დაშავებული მოქალაქე მოინახულა

1-07-2019

სოფო კილაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, 20 ივნისის აქციის დროს დაშავებული მოქალაქე მოინახულა.

ახალგაზრდა მამაკაცი „ნიუ ჰოსპიტალში“ ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უახლოეს პერიოდში, ის ისრაელში გაემგზავრება, სადაც წამყვან კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის.

სოფო კილაძემ წუხილი გამოთქვა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების გამო, რის შედეგადაც მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო სრულ გამოჯანმრთელებამდე იქნება მის გვერდით და უზრუნველყოფს მის სრულფასოვან რეაბილიტაციას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31