გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი პესკოვი: ნინო ქათამაძე ეტყობა, ვერ ერკვევა პოლიტიკაში

1-07-2019

ნინო ქათამაძე ეტყობა, ვერ ერკვევა პოლიტიკაში, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ნინო ქათამაძის გუშინდელ განცხადებას და გადაწყვეტილებას, რომ მოსკოვში კონცერტებს აღარ გამართავს.


ქათამაძის გადაწყვეტილება პესკოვმა რუსულ მედიასთან შეაფასა.


„ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ“, - განაცხადა პესკოვმა.


როგორც ცნობილია, ნინო ქათამაძემ მოსკოვში რამდენიმე დღის წინ კონცერტის გამართვის გამო ქართულ საზოგადოებას გუშინ ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზე კი ქართული საზოგადოების მოთხოვნას უერთდება.



https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930