გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერია ელექტროტრანსპორტისთვის პარკირების ადგილებს სარგებლობის უფლებით გასცემს

3-07-2019

დედაქალაქის მთავრობამ პარკირების წესში ცვლილებები განიხილა, რომელიც  „მწვანე“ ტრანსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პარკირების წესს ემატება პუნქტი, რომელიც ელექტროველოსიპედების, მოპედებისა და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი ტრანსპორტისთვის პარკირების ადგილების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემას  ითვალისწინებს.

ახალი ნორმა თბილისში „მწვანე“ ტრანსპორტის გაქირავების პუნქტების, მათ შორის, „ქარ შეარინგის“ პრინციპით მოქმედი ცენტრების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ეს კი, გააუმჯობესებს ქვეითთა გადაადგილების დინამიკასა და კომფორტს.

თბილისის მერია პარკირების წესში ცვლილებებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031