გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელიას სპეციალური ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

3-07-2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადგილმდებარეობას, რომელსაც სასამართლომ პრაქტიკულად შინაპატიმრობა მიუსაჯა, სპეციალური ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე დღეს დაადეს.

თავად ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ეს სამაჯური მხოლოდ გადაადგილების მონიტორინგის მიზნით არ არის გაკეთებული და მას სავარაუდოდ სხვა ფუნქციაც ექნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31