გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის წარმატებულად აფასებს

15-02-2018

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას.

 

პარლამენტის სპიკერი შეხვდა პოლ რაიანს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე არა ერთ კონგრესმენს, სენატორს და მას ჰქონდა ასევე ძალიან საინტერესო გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ამ ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა მყარი მხარდაჭერა აშშ-ის, საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატება. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ძალიან დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო განზომილებას ამ ურთიერთობების და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, “ - აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31