გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესპანეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სახიფათო კიბერდამნაშავე დააკავეს

5-07-2019

ესპანეთის პოლიციამ მადრიდში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სახიფათო კიბერდამნაშავე დააკავა. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ესპანეთის 23 წლის მოქალაქის დაკავება პოლიციისთვის პრიორიტეტულ მიზნად იქცა.


მათი ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა თაღლითური ონლაინმაღაზიის ვებგვერდებზე სამომხმარებლო ელექტრონული საქონლის გაყიდვის ხარჯზე განხორციელებულ მაქინაციებზე. თაღლითური ვებგვერდები რეალურად არსებული ონლაინმაღაზიების ვებგვერდების სრულ ასლებს წარმოადგენდა. მოკლე დროის განმავლობაში საძიებო სისტემებში ვებგვერდის აქტიური რეკლამირება მიმდინარეობდა, რათა მიმზიდველი წინადადებებით მოკლე ვადებში პოტენციური მყიდველების მაქსიმალური რაოდენობა მიეზიდათ.


პოლიციის ინფორმაციით, ყოველთვიურად კიბერდამნაშავის მიერ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობით მიღებული შემოსავალი 300 ათას ევროს აჭარბებდა. ოპერაციის ფარგლებში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031