გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: გახარიამ და შსს-მ იმოქმედეს კანონის ფარგლებში

5-07-2019

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გახარიამ და შსს-მ იმოქმედეს ლეგიტიმურად და აგვაცილეს ძირითადი საფრთხე. იმოქმედეს კანონის ფარგლებში. დღეს რომ გახარია გადადგეს, ეს რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური პარტიებისთვის იქნება ერთგვარი გამარჯვების მომტანი სიმბოლო, მაგრამ, რეალურად, არაფრისმომტანი იქნება. ესენი იტყვიან, ჩვენ გავიმარჯვეთო და მერე რა? ამ დროს გამოძიება მიმდინარეობს, ხვალ რომ აღმოჩნდეს, გახარია არაა დამნაშავე, კვლავ უნდა დავაბრუნოთ თანამდებობაზე? ეს ხომ თამაში არ არის?”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031