გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრე ტოლსტოი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში - ეს კარგად დაიმახსოვრეთ

6-07-2019

ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ქართველ ჟურნალისტთან განაცხადა, რომ რუსეთს არ მოუხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.


"ჩემს ოლქში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა, რომელიც მხარს მიჭერს. რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია.


როდესაც თქვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ როგორ წარმოდგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი.


აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში - ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდებიან თქვენი ტერიტორიები, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას, გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის", - განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930