გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით კარდიოლოგიურ საავადმყოფოში დევნილები შეიჭრნენ

6-07-2019

თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები

შეიჭრნენ. 

საავადმყოფოს მისამართზე ამ დროისათვის 19 ოჯახი იმყოფება. რამდენიმე მათგანი ადგილზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთადაა.

დევნილთა თქმით, მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა, რასაც 27 წელია ელოდებიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკაში შეჭრილ დევნილებთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში დევნილებს შეუძლიათ, დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930