გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ნაც.მოძრაობის“ და მისი პარტიული ტელევიზიის მთავარი მიზანია, ნებისმიერი, თუნდაც მიუღებელი, მეთოდებით დაიბრუნონ ხელისუფლება

8-07-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს, გამოეხმაურა.

„ნაც.მოძრაობის“ და მისი პარტიული ტელევიზიის მთავარი მიზანია, ნებისმიერი, თუნდაც მიუღებელი, მეთოდებით დაიბრუნონ ხელისუფლება. და თუ ამას ვერ მოახერხებენ, „ქვა ქვაზეც ნუ დარჩება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ის რაც რუსთავი 2-ის ეკრანებიდან ვიხილეთ, ეს უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.ასე გწყუროდეს ძალაუფლება და ასე გძულდეს საკუთარი ხალხი, არა თუ მინახავს, არც კი მსმენია.იქნებ ეხლა მაინც მიხვდეს „ნაც.მოძრაობის“ გულშემატკივარი ხალხი, რომ ისინი მათთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ. მათმა დანერგილმა სიძულვილმა წალეკა საზოგადოება და არყევს ქვეყანას.ბოლო დღეების მათმა ქმედებამ ლამის ერთმანეთს დარია ჩვენი მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან სასურველი მხარდაჭერა ვერ მიიღეს, მაშინვე დაიწყეს სახიფათო თამაში.„ნაც.მოძრაობა“ ისევე, როგორც მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის დამანგრეველი ძალა და მისი მთავარი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და თუ ამას ვერ მოახერხებენ „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031