გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წერილობით მოგვმართეს - ჩაერთონ სამუშაო პროცესში

8-07-2019

"ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წერილობით მოგვმართეს - ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში, რომელსაც გაფართოებული შემადგენლობით ჩავატარებთ" - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა, დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. ასევე, დაწყებულია სამუშაო პროცესი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე. 

ვინაიდან, ჩვენი სურვილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა - ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წერილობით მოგვმართეს - ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში, რომელსაც გაფართოებული შემადგენლობით ჩავატარებთ.",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31