გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც

8-07-2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნი, გია ვოლსკი "რუსთავი 2" - ის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა ცივილიზაციურ ჩარჩოებს სცდება.

"მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც. მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და ცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031