გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსი დეპუტატი საქართველოსთან ურთიერთობის „გაყინვას“ ითხოვს

8-07-2019

რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი გამოდის წინადადებით, რომ „პერსონაჟ გიორგი გაბუნიას“ გამო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის „გაყინვაა საჭირო“.


როგორც პრიმაკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოს პრეზიდენტმა გაბუნიას ქმედება დაგმო, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.


„როგორც ჩანს ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ პაუზა გახანგრძლივდა. ამიტომ, გაგრძელებაც იქნება. სამწუხაროა, რომ გაბუნიას და მისი არხის გამო მთელს ქვეყანას მოხვდება. მაგრამ, ასე იქნება. თანაც, ემოციის გარეშე, ავტომოპასუხის რეჟიმში. სისაძაგლე-სანქცია, მორიგი სისაძაგლე - კიდევ სანქცია“,-წერს რუსი დეპუტატი.


მისი აზრით, რაც შეეხება „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ისინი უნდა გავყინოთ. სიცივე აჯანსაღებს“.



https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930